Thursday, December 17, 2020

https://issuu.com/ekakobiashvili/docs/_._________6_____________.pptx

Wednesday, December 16, 2020

https://view.genial.ly/5fd91dc7a9eef81004cc73bc/presentation-

Saturday, December 12, 2020

პროექტის გეგმა Project Info/ინფორმაცია პროექტის შესახებ Project Title/პროექტის სახელწოდება: მოგზაურობა ერეკლეს ეპოქაში Project Description/ პროექტის აღწერა, სადაც წარმოჩენილი იქნება პროექტის აქტუალობა: გარდა სასკოლო სახელმძღვანელოში არსებული მასალის შესწავლისა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, მათთვის სხვადასხვა უნარ-ჩვევის განსავითარებლად, სამოქალაქო ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სკოლასა თუ სკოლის გარეთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და აქტივობების დაგეგმვა. კერძოდ, მუზეუმის გამოყენება, როგორც საგაკვეთილო რესურსი. თვალსაჩინოების - სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებით, განსხვავებული ინფორმაციის მოსმენით და ახლის მოკვლევით, მოსწავლეები უკეთ გაანალიზებენ ეპოქას. გაიზრდება მუზეუმის როლი ისტორიის და კულტურის კვლევის საკითხში. მოსწავლეები შემდგომ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა რეგიონის თუ ქვეყნის თანატოლებს. (თელავის სტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი მოთავსებულია ერეკლე II-ის სასახლის რამდენიმე დარბაზში. სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მეფის დროინდელ სხვადასხვა ნაგებობას) Aims/მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, თვალსაჩინოების დახმარებით უკეთ გაანალიზებენ ეპოქას. განუვითარდებათ აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევეი, გაიზრდება მუზეუმის როლი ისტორიული წარსულის გვლევის საქმეში. Subject/საგანი: ისტორია Age range/ასაკობრივი ჯგუფი: 15-17 Number of pupils/მოსწავლეთა რაოდენობა: 15-20 How it is related to national curriculum/ესგ-თან კავშირი: ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება. ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურ¬თიერთზეგავლენის საკითხების კვლევა. საგანთაშორის ინტეგრაცია-სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტ-ი, ხელოვნება. პროექტის ხანგრძლივობა- 1თვე Planned activities/დაგეგმილი აქტივობები: • საინიციატივო ჯგუფის შექმნა. ჯგუფებში დავალებების განაწილება. • I ჯგუფი-ინფორმაციი ჩაწერა; ფოტოების გადაღება • II ჯგუფი -მუზეუმში მოპოვებულ და ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება. • III ჯგუფი- კედლის გაზეთის შექმნა • IV ჯგუფი- რუკის შექმნა; ნახატების შექმნა. • ეპოქის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ნახვა. • ყოველი კვირის ბოლოს საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები სკოლაში. ინფორმაციის მონიტორინგი. Expected results/ მოსალოდნელი შედეგი: პროექტი ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში. მოხდება უცნობი მასალის გაცნობა, ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხების და დამუშავების უნარ-ჩვევები. შექმნიან ნახატებს, რუკას, მოამზადებენ პრეზენტაციას Power Point-ის გამოყენებით. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით გამოუშვებენ კედლის გაზეთს. გაიზრდება მუზეუმის როლი საქართველოს ისტორიული წარსულის და კულტურის კვლევის საქმეში. მოხდება გამოცდილების გაზიარება სხვა რეგიონის თუ ქვეყნის თანატოლებთან. ჩამოუყალიბდებათ სამოქალაქო ღირებულებები, განუვითარდებათ პატრიოტიზმი.